Padel player on red court
Padel player on blue court

ჩვენ შესახებ

ლავ პადელ კლუბი არის იდეა, რომელიც დაიბადა სურვილით, ქუთაისშიც ყოფილიყო მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი სპორტი — პადელი. ქალაქში, რომელიც მდიდარია ისტორიით და ყოველთვის მზად არის ახალი სპორტული გამოწვევებისთვის. ამიტომ საბჭოთა პერიოდის ქარხანა დასავლეთ საქართველოს პირველ, სრულად დახურულ პადელის კლუბად ვაქციეთ. კლუბი გთავაზობთ ორ პანორამულ პრემიუმ პადელის კორტს, ფიქლბოლის კორტს, გასახდელებს, სველ წერტილებს, კაფე-ბარს, პარკინგს და გარე სივრცეს. ჩვენი მიზანია გავზარდოთ პადელის კულტურა ქუთაისში და ყველას გავუზიაროთ ამ სპორტის სიყვარული.

პადელის შესახებ

რა არის პადელი?

წარმოიდგინეთ ჩოგბურთისა და სქვოშის შერწყმა შუშის კედლებით შემოსაზღვრულ კორტზე - თუმცა ბევრად სახალისო. პადელი მექსიკაში 1960-იან წლებში დაიბადა და დღეს მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი სპორტია, რომელსაც 90-ზე მეტ ქვეყანაში 25 მილიონზე მეტი ადამიანი თამაშობს. ახლა ის ქუთაისშიც გვექნება

მარტივად ასათვისებელი

აიღეთ ჩოგანი და თამაშს პირველივე დღიდან დაიწყებთ. ჩვენი გჯერა?

პადელი სოციალური სპორტია

თამაში მიმდინარეობს ოთხეულში. ყოველი მატჩი ახალი მეგობრების გაცნობის ახალი შესაძლებლობაა.

ყველასათვის

ბავშვები, უფროსები, დამწყებები თუ პროფესიონალები - პადელი ყველასათვის და ყველა პადელისათვის.

პადელის წესები

ქულების სისტემა

1

პადელში მოქმედებს ჩოგბურთის ქულების სისტემა. თამაში სამი სეტისგან შედგება. ანგარიში ითვლება შემდეგნაერად: 15, 30, 40 ქულა. უპირატესობა და / ან თანაბარი. პროფესიონალურ პადელში 40-40 შემთხვევაში დაინერგა ოქროს ქულა ე.წ. Golden point.

2

როგორც ჩოგბურთში, ასევე პადელში მოთამაშეები ცვლიან ადგილებს თამაშში კენტ ანგარიშზე. შესაბამისად 1-0, 2-1, 3-2, 4-3, 5-4..

3

ბურთის დარტყმა შეუძლია ნებისმიერ მოთამაშეს, კორტის ნებისმიერი ადგილიდან, გარდა ჩაწოდებისა.

4

იმისთვის რომ ქულა ჩაითვალოს, საჭიროა რომ ბურთი ჯერ ძირს დაეცეს და შემდეგ მოხვდეს კედელს. ერთადერთი გამონაკლისი არის პირველი ჩაწოდება. ბურთი ახტომის შემდეგ შეიძლება მოხვდეს მხოლოდ მინის კედელს და არა ღობეს. გათამაშების დროს კი ბურთი შეიძლება მოხვდეს, როგორც მინის კედლებს ასევე ღობეებს. მოთამშეს შეუძლია ბურთის დარტყმა მის დაცემამდე, ან დაცემის შემდეგ სიტუაციიდან გამომდინარე.

ჩაწოდება

5

ჩაწოდება ხდება სერვისის ხაზს უკან. პირველი ჩაწოდება მარჯვენა მხრიდან იწყება. მოთამაშეს ჩაწოდების ორი ცდა აქვს. როგორც ჩოგბურთში, ასევე პადელში ჩაწოდება უნდა მოხდეს დიაგონალზე. ჩოგბურთისგან განსხვავებით მოთამაშე ბურთს არ აწვდის თავს ზემოთ. პადელში მოთამაშემ ბურთს უნდა დაარტყას წელს ქვემოთ, თეძოს გასწვრივ.

6

თუ პირველ ჩაწოდებაზე, ბურთი მოხვდება ბადეს, ან სხვა მიზეზით არ ჩაითვლება, მოთამაშეს შეუძლია ჩააწოდოს თავიდან. თუ ჩაწოდებისას ბურთი მოხვდება ბადეს და შემდეგ არ ჩავარდება მოწინააღმდეგის ჯვარედინ კვადრატში, ეს ბურთი არ ჩაითვლება.

თამაშის ეთიკა

7

მოთამაშეს არ აქვს უფლება დაიწყოს თამაში სანამ ყველა მოთამაშე არ დგას პოზიციაზე ჩოგნის შეკრული სამაგრებით.

8

თუ თამაშისას ბადეს შეეხებით ჩოგნით, ტანსაცმლით ან სხეულით, ქულას თქვენი მოწინააღმდეგე იგებს.

კონტაქტი

ნიკეას ქუჩა N.7, ქუთაისი

lovepadelkutaisi@gmail.com