ქუთაისში 25 აპრილს ახალი სპორტული სივრცე გაიხსნება, რომელიც ქალაქის სპორტულ და სოციალურ ცხოვრებას სრულიად ახალ მიმართულებას მისცემს. LOVE PADEL CLUB წარმოადგენს პირველ პადელის კლუბს ქუთაისში — ადგილს, სადაც სპორტი, მეგობრობა და აქტიური ცხოვრება ერთ სივრცეში გაერთიანდება.
ჩვენ შევეცადეთ გარდაგვექმნა ძველი საბჭოური ქარხნა და ის თანამედროვე პადელის ცენტრად გვექცია. სადაც ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა გაიცნოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სპორტი - პადელი.
ახალი სიცოცხლე ძველ სივრცეში
LOVE PADEL-ის იდეა მარტივი მიზნით დაიწყო — გაგვეცნო ქუთაისისთვის ახალი სპორტული კულტურა. ქალაქი რომელიც მდიდარია ისტორიით, თუმცა ყოველთვის მზად არის ახალი გამოწვევებისთვის. ძველი ქარხანა, რომელიც წლების განმავლობაში უმოქმედოდ იყო, ახლა სრულიად ახალ სიცოცხლეს იძენს.
სივრცეში მოეწყო :
- ორი პანორამული პადელის კორტი
- ერთი ფიქლბოლის კორტი
- სოციალური სივრცე მოთამაშეებისთვის
- კაფე
- პარკინგი
ჩვენი მიზანია, ეს ადგილი გახდეს არა მხოლოდ სპორტული ობიექტი, არამედ შეხვედრის, კომუნიკაციის და აქტიური ცხოვრების ცენტრი.
რატომ ქუთაისი?
პადელი უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპაში და სწრაფად ვრცელდება მთელ მსოფლიოში. თუმცა საქართველოში ამ სპორტის განვითარება ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა.
ქუთაისი არის ქალაქი, რომელსაც ძლიერი სპორტული ტრადიცია აქვს, თუმცა არ აქვს პადელის კორტები. ამიტომ ჩვენ გვჯერა, რომ პადელი აქ სწრაფად მოიპოვებს პოპულარობას. LOVE PADEL CLUB -ი იქნება პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ ეს სპორტი ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდეს.
ადგილი ყველასთვის
ლავ პადელ კლუბის სივრცე გათვლილია ყველასთვის:
- ადამიანებისთვის, ვინც პირველად ცდის პადელს
- სპორტის მოყვარულებისთვის, ვინც აქტიურ დასვენებას ეძებს
- მეგობრებისა და კოლეგებისთვის, ვინც სოციალურ და სახალისო გარემოში თამაშს ნატრობს
პადელი განსაკუთრებით საინტერესოა იმით, რომ ის ადვილად ისწავლება, სწრაფად იწვევს ინტერესს და თითქმის ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია თამაში.
გახსნა
რემონტის სამუშაოები როგორც იქნა დასრულდა და LOVE PADEL კლუბი ქუთაისის მოსახლეობას კარს გაუღებს.
ნიკეას ქუჩაზე გაიხსნება ადგილი, სადაც:
- ახალი მეგობრები შეიკრიბებიან
- ახალი სპორტული გამოცდილება შეიქმნება
- და ქუთაისში პადელის ისტორია დაიწყება
LOVE PADEL, შაბათს 25 აპრილს პირველად გაიხსნება. გელოდებით! 🎾
მოგეწონათ ბლოგი?