Blog

პადელის ინტრო ჩემპიონებისგან

Padel Boss

17 ივნისი, 2026

Read in English
პადელის ინტრო ჩემპიონებისგან

შაბათს, 30 მაისს, Love Padel-ში განსაკუთრებული სპორტული დღე იყო. რადგან ქუთაისის ისტორიაში პირველად მოეწყო და ორგანიზდა უფასო პადელის გაკვეთილები, რომელსაც საქართველოს ნომერ პირველი პროფესიონალი ქალები პადელის მოთამაშეები, მონიკა სითათაშვილი და ქეთო ბენიძე უძღვებოდნენ.

ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც დამწყებებში, ისე უკვე გამოცდილ მოთამაშეებში. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პროფესიონალებისგან მიეღოთ პრაქტიკული რჩევები, გაეუმჯობესებინათ ტექნიკა და უკეთ გაცნობოდნენ პადელის თამაშის ძირითად პრინციპებს.

მონიკა სითათაშვილი და ქეთო ბენიძე აქტიურად მონაწილეობენ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პადელის ტურნირებში და დღემდე წარმოადგენენ საქართველოს ქალთა პადელის წამყვან მოთამაშეებს. მათი მაღალი პროფესიული დონე და საერთაშორისო გამოცდილება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პადელის განვითარებას ქვეყანაში.

სპორტსმენებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პადელის პოპულარიზაცია და ახალი თაობის ჩართულობა სპორტში, რადგან მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს პადელის კულტურის ზრდას და სპორტის კიდევ უფრო ფართოდ გავრცელებას საქართველოში, განსაკუთრებით კი ქუთაისში, სადაც პადელის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება 😎

ლავ პადელ კლუბის მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადგილობრივი სპორტული საზოგადოების გაძლიერებაში და ქმნის ჯანსაღ გარემოს, სადაც ყველას შეუძლია სპორტით დაინტერესება, სწავლა და განვითარება და ახალი მეგობრების შეძენა.

მოგეწონათ ბლოგი?